ზოგადი დებულებანი 1. წარმომადგენლობითი საბჭო (შემდეგში საბჭო) არის უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც
აირჩევა ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის
საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე,
ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე მათი რაოდენობის პროპორციულად.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება
იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები, რაც
განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების
საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ამ დაწესებულების წესდებით განსაზღვრული
წესით.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ემთხვევა სწავლების
ძირითადი საფეხურის დადგენილ ხანგრძლივობას და მიეთითება წესდებაში.
4. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის
ერთ მესამედს. Aასისტენტ-პროფესორი, რომელიც არის დოქტორანტი,
არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის
დასადგენად დამრგვალება ხორცილედება სტუდენტთა სასარგებლოდ.
5. წარმომდგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების)
წარმომადგენელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
განსაზღვრული წესით. წესდებით განსაზღვრული წესითა და პროპორციით
წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ პირები,
რომლებსაც ამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიანიჭა
აკადემიური ხარისხი ან/და კვალიფიკაცია, აგრეთვე საზოგადოების
წარმომადგენლები.
6. პროფესორისა და სტუდენტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის
შეწყვეტის საფუძველია ამ უმაღლეს სასწავლებელთან მისი შესაბამისი
აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით
მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში
უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა
მოაგროვა. ასეთის არ არსებობის შემთხვევეაში არჩევნები ტარდება
შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.
8. საბჭოს წევრად აირჩევიან აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა
წარმომადგენლები;
9. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ
ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე
აკადემიური საბჭოს წევრები
10. საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითად საგანმანათლებლო
საფეხურის ხანგრძლივობას;
11. საბჭოს მუშაობის პრინციპებია;
- გადაწყვეტილების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა:
- აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მხრიდან აზრის გამოხატვის
თავისუფლება;
- თანასწორი მოპყრობა განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა,
სქესის, სოციალური წარმოშობის, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა
და სხვა;
12. საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებას, განცხადებას, წარდგინებას ხელს
აწერს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი;
13. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუტციის,
`უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის, ინსტიტუტის
წესდების და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
14. საბჭოს დებულება განსაზღვრავს წარმომადგენლობითი საბჭოს
უფლებამოსილების განხორციელების წესს, პროცედურას და სავალდებულოა
ყველა წევრისათვის;
15. საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ საკითხს, რომელიც
მოწესრიგებული არ არის დებულებით, საბჭო წყვეტს დადგენილებით;
16. საბჭოს დებულებაში ცვლილებები და დამატებები ხორციელდება
წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით;
17. საბჭოს დებულება ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.
18. საბჭო იყენებს ინსტიტუტის ტიტულოვან ფურცელს (ბლანკს)
19. საბჭოს ადგილსამყოფელია სსიპ ახალციხის ინსტიტუტის ადმინისტრაციული
კორპუსი (ახალციხე, რუსთაველის ქ. #106)
თავი II
წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
1. საბჭო უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას
აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ინსტიტუტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა
და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
გ). ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის
შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს.
დ) ირჩევს წარმომდგენლობითი საბჭოს სპიკერს;
ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური
საბჭოს წარდგინებით;
ვ) ამტკიცებს ინსტიტუტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
წარდგინების საფუძველზე;
ზ) ამტკიცებს ინსტიტუტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;
თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
ი) იხილავს ინსტიტუტის ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კ) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით, ან საკუთარი
ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება
ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
ლ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის
ანაზღაურების ოდენობას და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
წარდგინებით;
მ) ამტკიცებს სასწავლო-დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს,
შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის წარდგინებით;
ნ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის
ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ო) ამტკიცებს სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
პ) ინსტიტუტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის
დეკანების, აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების
წესს.
რ). განსაზღვრავს მომავალი წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა
საერთო რაოდენობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ჟ). საბჭოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული ენა.
ს). ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს;
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მომზადებისა და წარმართვის
პროცედურა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით.
3. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური
ანგარიშის დასამტკიცებლად, გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი
საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, მიმართვა, განცხადება,
აგრეთვე მოითხოვოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს
რეკომენდაცია.
5. საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება `უმაღლესი განათლების
შესახებ~ კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში.
თავი III
საბჭოს შემადგენლობა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება
იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები, რაც
განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
2. საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენელთა მინიმალური ოდენობა არ შეიძლება
იყოს 3-ზე ნაკლები.
3. საბჭოს შემადგენლობაში აკადემიური საბჭოს არჩევნების საფუძველზე
შედის ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
4. საბჭოს არჩევა ხდება ინსტიტუტის ფარგლებში საყოველთაო პირდაპირი,
თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.
5. საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.
6. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის
ერთ მესამედს. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არის დოქტორანტი,
არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის
დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.
7. პროფესორისა და სტუდენტის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის
საფუძველია, ინსტიტუტთან მისი შესაბამისის აკადემიური ან შრომითი
ურთიერთობის შეწყვეტა.
8. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში,
საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი,
რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის
შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის
შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად
ამავე ვადით.
9. საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული
და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს
წევრები.
10. საბჭო რეგლამენტით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი
საკითხების გადაწყვეტის მიზნით, საბჭოს სპიკერის გადაწყვეტილებით,
ქმნის დროებით კომისიებს;
11. კომისია ამზადებს საკითხებს და განსახილველად გამოაქვს საბჭოს
სხდომაზე;
12. დროებით კომისიაში შესაძლებელია შევიდეს, როგორც საბჭოს წევრი, ისე
საჭიროების შემთხვევაში მოწვეული ექსპერტი.
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
1. საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს
სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან
(არა უმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით) 4 წლით.
--- სპიკერი აკონტროლებს საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების
შესრულებას და შედეგების შესახებ ინფორმაციას აწვდის საბჭოს.
---- უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ,
ყოველმხრივ განხილვას;
----- სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
----- უფლებამოსილია დასვას საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული
საკითხის რიგგარეშე განხილვისა და კენჭისყრის შესახებ;
----- უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საბჭოს დროებითი სამუშაო
ჯგუფების სხდომებში;
------ ხელს აწერს საბჭოს სხდომების ოქმებს.
------ სპიკერის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს საბჭოს
უხუცესი წევრი.
2. საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის
კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) `უმაღლესი განათლების შესახებ~ კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევა;
ვ) ინსტიტუტის აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლება;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული
სხვა შემთხვევა.
თავი IV წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობისორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მუშაობის ორგანიზაციულ, იურიდიულ,
დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს საბჭოს
სამდივნო.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო, სპიკერთან შეთანხმებით, ადგენს
სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს
საბჭოს წევრებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი სხდომის
დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო
ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის
წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის
შესახებაც სამდივნოს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს 2
დღისა.
თავი V
წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი
1. საბჭოს სხდომებს თავჯდომარეობს და წარმართავს საბჭოს სპიკერი, ხოლო
მისი არყოფნის შემთხვევაში - მის მიერ დროებით უფლებამოსილი საბჭოს
რომელიმე წევრი;
2. საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ ხუთშაბათ დღეს, ან საჭიროებისამებრ
სპიკერს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით ან
წევრთა 1/4-ის მოთხოვნით მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა;
3. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა
საბჭოს სპიკერს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის
აყცილებლობის დასაბუთებას.
4. საბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს სპიკერი მისი მოწვევის
აუცილებლობის შემთხვევაში.
5. საბჭოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის
წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.
6. ინფორმაცია საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილის,
დროისა და დღის წესრიგის მითითებით, გამოეკვრება საჯარო გაცნობისათვის
ინსტიტუტის შენობაში სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც
ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას და ეცნობება საბჭოს წევრებს.
7. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის
ნახევარზე მეტი;
8. სპიკერს შეუძლია სხდომის მიმდინარეობა გარკვეული დროით შეაჩეროს ან
საერთოდ Aშეწყვიტოს, თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები
აქტუალური აღარ არის ან ამოწურულია.
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომათა დღის წესრიგი
1. საბჭოს მდივანი წარმომადგენელთა საბჭოს სპიკერთან შეთანხმებით,
ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელიც წინასწარ
(როგორც წესი ერთი კვირით ადრე) გადასცემს საბჭოს წევრებს;
2. საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში
დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც მდივანს უნდა
ეცნობოს სხდომის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 დღისა;
3. საბჭოს სპიკერი სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის
პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების
უმრავლესობით.
წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება
1.საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სრული
შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
2. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სრული
შემადგენლობის უმრავლესობა.
ხმის მიცემა
1. კანონით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საბჭოს სხდომაზე
კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა და სიის ამოკითხვა).
2. საბჭოს საერთო რაოდენობის ⅓ -ს უფლება აქვს მოითხოვოს ფარული
კენჭისყრა. 3. 3. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა
დამსწრე წევრთა უმრავლესობამ;
4. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას იკრძალება საბჭოს წევრის მიერ
დარბაზის დატოვება;
5. ფარული კენჭისყრის გამართვისას დგინდება ბიულეტინების ფორმა.
ბიულეტინები ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს;
6. ბიულეტინების შევსებისას საბჭოს წევრი გადახაზავს მისთვის
არასასურველი კანდიდატის გვარს და დატოვებს მხოლოდ იმ კანდიდატის
გვარს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტინში მხოლოდ ერთი გვარია
შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გამოიხატება გვარის შემოხაზვით, ხოლო
მიუცემლობა მისი გადახაზვით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის
დარღვევით შევსებული ბიულეტინი ბათილად ითვლება.
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი
1. საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ ოქმი იწარმოება საბჭოს მდივნის
მიერ. სხდომის მიმდინარეობა იწერება აუდიო ფირზე, ჩანაწერი ინახება
ოქმის წერილობით გაფორმებამდე.
2. ოქმი მოიცავს:
- სხდომის თარიღს, დაწყების დროსა და ადგილს;
- სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას;
- დღის წესრიგს;
- სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებას;
- განსახილველ საკითხზე წერილობითი განმარტებები გადაეცემა მდივანს
ოქმის დანართის სახით.
- საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ ოქმი იწარმოება საბჭოს მდივნის
მიერ. სხდომის მიმდინარეობა იწერება აუდიო ფირზე, ჩანაწერი ინახება
ოქმის წერილობით გაფორმებამდე
ოქმს ხელს აწერს საბჭოს სპიკერი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება
ინსტიტუტის ბეჭედი.
საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების ფორმირება
1. საბჭოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა
შესრულებისთვის ხელის შეწყობის მიზნით, საბჭომ თავისი შეხედულებისამებრ
შეიძლება შექმნას დროებით სამუშაო ჯგუფები გარკვეული ვადით;
2. დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება საბჭოს
არანაკლებ 3 წევრით. ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება
ჯგუფის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
თავი VI რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
წარმომადგენლობით საბჭოს რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები
ხორცილდება V თავის მე-12 და მე-13 პუნქტების შესაბამისად.
დასკვნითი დებულებანი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს დებულება ძალაში შედის მისი საჯაროდ
გამოქვეყნებისთანავე.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს ადგილსამყოფელია სსიპ ახალციხის
ინსტიტუტის ადმინისტრაციის კორპუსი (ქ.ახალციხის რუსთაველის ქ.#106).
გვერდის მესაკუთრე: საჯარო სამართლის
იურიდიული პირი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 26-11-2006; ბოლო განახლება: 8–02–2010;
მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ #106; ელ.ფოსტა: contact@akhaltsikhe.edu.ge
ტელ: 8 (265) 2-19-90, 8(265) 2-12-19. 7-10-2008.
7-10-2008,