|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
1. ზოგადი დებულებანი
1. ინსტიტუტის აკადემიური საბჭო (შემდეგში – აკადემიური საბჭო) არის
ინსტიტუტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის წევრებიც
აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და
ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმართველობის წარმომადგენლების
მიერ პირდაპირი თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული
კენჭისყრით;
2. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს თანაბარი რაოდენობის
წარმომადგენელი. მათი რაოდენობა განისაზღვრება დაწესებულების წესდებით;
3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ
პროფესორისა;
4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი
საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას, რაც მიეთითება წესდებაში;
5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი
მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლოვობის
ნახევრის გასვლის შემდეგ;
აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან: აკადემიური საბჭოს
თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები;
აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება,
წარდგინება, რომელსაც ხელს აწრს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე;
6. აკადემიური საბჭოს მუშაობის პრინციპებია:
--- გადაწყვეტილების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა;
--- აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება;
--- თანასწორი მოპყრობა განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა,
სქესის, სოციალური წარმოშობის, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა
და სხვ;
---- არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალეობა, კონკურსის
საჯაროობა;
7. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუტციის,
`უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის, ინსტიტუტის
წესდების და
სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
8. საბჭოს დებულება განსაზღვრავს საბჭოს უფლებამოსილების განხორცილების
წესს, პროცედურას და სავალდებულოა ყველა წევრისათვის.
9. საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ საკითხს, რომელიც
მოწესრიგებული არ არის
რეგლამენტით, საბჭო წყვტს დადგენილებით;
10. საბჭო იყენებს, როგორც ინსტიტუტის, ასევე აკადემიური საბჭოს
ტიტულოვან ფურცელს (ბლანკს)
თავი II
აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
1. ინსტიტუტის აკადემიური საბჭო „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს ინსტიტუტის განვითარების სტრატეგიულ
გეგმას;
ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით
პროგრამებს;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას,
სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული
სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით,
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს
თავმჯდომარეს – რექტორს;
ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით
წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ
კანდიდატურას;
ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუგენს
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
მოტივირებულ წინადადებას;
ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების
შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;
თ) მონაწილეობს ინსტიტუტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების
დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური
ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;
ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული
გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას
ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
კ) ადგენს სხვა ინსტიტუტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების,
აგრეთვე უმაღლესი და სახელობო განათლების კრედიტების ცნობის წესს;
ლ) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო
საბჭოების დებულებებს; (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსტიტუტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;
ნ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს,
შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად
წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ო) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
პ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო
დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;
ჟ) ადგენს ფაკულტეტის დეკანების, ინსტიტუტის აკადემიური საბჭოსა და
წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს
წარმომადგენლობით საბჭოს;
რ) ირჩევს ინსტიტუტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
ს) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო
და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ტ) ინსტიტუტის წესდებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი
საკითხების გადაწყვეტის მიზნით, წევრებისაგან, ხმათა უმრავლესობით,
ქმნის დროებით კომისიებს. კომისია ამზადებს საკითხს და განსახილველად
გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე;
უ) აკადემიური საბჭო საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტს;
ფ) განიხილავს ბიუჟეტის პროექტს და დასმტკიცებლად წარუდგენს
წარმომადგენლობით საბჭოს.
ქ). ისმენს ადმინისტრაციის ხელმძაღვანელის ანგარიშს.
ღ) ახორციელებს `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონითა და
საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;
ყ) საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება `უმაღლესი განათლების
შესახებ~ კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში.
თავი III
საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 6 წევრით. თითოეულ ფაკულტეტს
ჰყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი:
--- ჰუმანიტარული ფაკულტეტი – 2 წევრი;
--- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი;
--- ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი – 2 წევრი;
2. საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით, წილისყრით ვლინდება აკადემიური საბჭოს
წევრების
ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადაა 2 წელი;
3. საბჭოს წევრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილ შემთხევებში;
4. საბჭო დებულებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხების
გადაწყვეტის მიზნით, საბჭოს თავჯდომარის გადაწყვეტილებით ქმნის დროებით
კომისიებს;
5. კომისია ამზადებს საკითხს და განსახილველად გამოაქვს საბჭოს
სხდომაზე;
6. დროებით კომისიაში შესაძლებელია შევიდეს, როგორც საბჭოს წევრი, ისე
საჭიროების შემთხვევაში მოწვეული ექსპერტი.
თავი IV
აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას
ახორციელებს აკადემიური საბჭოს სამდივნო.
2. აკადემიური საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს
წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო
მომსახურებას.
3. საბჭოს მდივანს ნიშნავს საბჭოს თავჯდომარე.
თავი V
აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი
1. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს სსიპ ახალციხის ინსტიტუტის
რექტორი.
2. აკადემიური საბჭო იკრიბება ორ კვირაში ერთხელ ხუთშაბათ დღეს, ან
საჭიროებისამებრ. თავმჯდომარეს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევებში
საკუთარი ინიციატივით ან წევრთა 1/3 მოთხოვნით მოიწვიოს რიგგარეშე
სხდომა.
3. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული
შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. თავჯდომარეს შეუძლია სხდომის მიმდინარეობა გარკვეული დროით შეაჩეროს
ან საერთოდ შეწყვიტოს, თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები
აქტუალური აღარ არის ან ამოწურულია.
აკადემიური საბჭოს სხდომათა დღის წესრიგი
1. აკადემიური საბჭოს მდივანი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან
შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას,
რომელსაც წინასწარ (როგორც წესი ერთი კვირით ადრე) გადასცემს
აკადემიური საბჭოს წევრებს.
2. აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის
პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც
მდივანს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 დღისა.
3. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე
წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე
წევრთა ხმების უმრავლესობით.
გადაწყვეტილების მიღება
1. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკადემიური საბჭო
უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო
შემადგენლობის 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას
მისცემს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
ხმის მიცემა
1. კანონით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს
სხდომაზე კენჭისყრა არის ღია.
2. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ს უფლება აქვს
მოითხოვის ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი
დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.
3. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას იკრძალება საბჭოს წევრის მიერ
სხდომათა დარბაზის დატოვება;
4. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას დგინდება
ბიულეტენების ფორმა. Bბიულეტენები ერთმანეთისაგან არ უნდა
განსხვავდებოდეს;
5. ბიულეტენის შევსებისას საბჭოს წევრი გადახაზავს მისთვის
არასასურველი კანდიდატის გვარს და დატოვებს მხოლოდ იმ კანდიდატის
გვარს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი გვარია
შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გამოიხატება გვარის შემოხაზვით, ხოლო
მიუცემლობა მისი გადახაზვით. Aმ პუნქტით გათვალისწინებული წესის
დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად ითვლება.
ოქმის წარმოება
1. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ ოქმი იწარმოება საბჭოს
მდივნის მიერ. სხდომის მიმდინარეობა იწერება აუდიო ფირზე. ჩანაწერი
ინახება ოქმის წერილობით გაფორმებამდე;
2. ოქმი მოიცავს:
--- სხდომის თარიღს, დაწყებისა და დასრულების დროს;
--- სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას;
--- დღის წესრიგს;
--- სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს;
--- განსახილველ საკითხზე წერილობითი განმარტებები გადაეცემა მდივანს
ოქმის დანართის სახით;
2. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური
საბჭოს
სამდივანოს ხელმძღვანელი ან საბჭოს სხდომის მდივანი. Oოქმის ბოლო
გვერდზე დაისმება ინსტიტუტის ბეჭედი.
თავი VI
რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
აკადემიური საბჭოს რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები ხორცილდება V
თავის
მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად;
დასკვნითი დებულებანი
1.საბჭოს დებულება ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.
2.აკადემიური საბჭოს ადგილსამყოფელია სსიპ ახალციხის ინსტიტუტის
ადმინისტრაციის კორპუსი (ქ.ახალციხის რუსთაველის ქ.#106).
|