2010 წლის 1-11 ივნისს უნივერსიტეტის
მეორე კურსელთათვის ჩატარდება აკადემიური რეგისტრაცია.
მიმდინარე
წლის 1-11 ივნისს უნივერსიტეტის მეორე კურსელთათვის
ჩატარდება აკადემიური რეგისტრაცია, რაც ითვალისწინებს:
დამატებითი პროგრამის
(minor) არჩევას (განათლების, ჰუმანიტარულ
და სოციალურ მეცნიერებათა და ზუსტ და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე)
თავისუფალი საგნების არჩევას
(ყველა ფაკულტეტზე)
ყველა სტუდენტი აირჩევს 4 საგანს.
არჩევით საგანში ჯგუფი გაიხსნება არა ნაკლებ 15
სტუდენტზე.
აკადემიურ რეგისტრაციასთან
დაკავშირებით მიმდინარე 3-31 მაისის განმავლობაში
მეორე კურსელებისათის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში
ჩატარდება minor პროგრამის
და არჩევითი საგნის პრეზენტაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების
ხელმძღვანელები ვალდებულები არიან
minor პროგრამების საპრეზენტაციო
ვარიანტი სასწავლო განყოფილებაში წარმოადგინონ 30
აპრილის ჩათვლით.
არჩევითი საგნების სილაბუსები სასწავლო
განყოფილებაში წარმოდგენილი უნდა იქნას 29 აპრილის
ჩათვლით.
თითეული
minor პროგრამის პრეზენტაციას დაეთმობა
20-25 წუთი, არჩევითი საგნის პრეზენტაციას 10-15 წუთი.
minor
პროგრამებისა და არჩევითი საგნების პრეზენტაციის ზუსტი
განრიგი უნივერსიტეტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდება 2010
წლის 3 მაისს.
გვერდის მესაკუთრე:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახალციხის ინსტიტუტი
ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 26-11-2006; ბოლო განახლება:
26-09-2007
მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ #106; ელ.ფოსტა: contact@akhaltsikhe.edu.ge
ტელ: 8 (265) 2-19-90, 8(265) 2-12-19.