28-31 მაისს ახალცხის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
თინა გელაშვილი და ასოცირებული პროფესორი როინ ყავრელიშვილის
ვიზიტი ევრაზიის აბრეშუმის გზის უნიერსიტეტების პირველ შეკრებაზე.
28-31 მაისს ათა თურქის
სახელმწიფო უნივერსიტის ინიციატივით გაიმართა ევრაზიის
აბრეშუმის გზის უნიერსიტეტების პირველ შეკრება
ერზრუმში, სადაც წარმოდგენილი იყვნენ
17 ქვეყნის
უნივერსიტეტების რექტორები და ვიცე რექტორები, მათ
შორის ახალციხის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თინა გელაშვილი და ასოცირებული პროფესორი
როინ ყავრელიშვილი.
შეხვედრაზე გაიმართა
კონფერენცია სადაც განიხილეს უმაღლესი განათლების
არსებული საკითხები და დასახეს სმომავლო
პერსპექტივები. კონფერენციაზე წარსდგა ქალბატონი
თინა გელაშვილი თემით: "ხარისხის მართვა უმაღლეს
სასწავლებელში“.
კონფერენციის მონაწილეები დაჯილდოვებულ
იქნენ ათათურქის უნივერსიტეტის ორდენებით. გაფორმდა
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება
ახალციხის და ერზრუმის
უნივერსიტეტებსშორის.
ერზრუმის უნივერსიტეტის ეზოში გაიხსნა
ბოტანიკური ბაღი სადაც თითოეულმა მონაწილემ, მათ შორის
ახალციხის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც დარგეს
ხეები უნივერსიტეტის სახელზე
გვერდის მესაკუთრე:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახალციხის ინსტიტუტი
ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 26-11-2006; ბოლო განახლება:
26-09-2007
მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ #106; ელ.ფოსტა: contact@akhaltsikhe.edu.ge
ტელ: 8 (265) 2-19-90, 8(265) 2-12-19.