4 და 5 ივნისს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის გაიმართა საინფორმაციო სემინარი თემაზე `გავეცნოთ ევროკავშირს~. სემინარს უნივერსიტეტის 29 სტუდენტი და ექვსი თანამშრომელი ესწრებოდა.
 




საინფორმაციო სემინარი `გავეცნოთ ევროკავშირს~ ფონდ ინტერნიუსისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.
სემინარის მიზანს სტუდენთათვის ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების გაცნობას წარმოადგენდა.

პროექტის მენეჯერი `ფონდი ინტერნიუსის” წარმოამდგენელი ეკა ბერიძეა. მან აღნიშნა, რომ ამგვარი სემინარები საქართველოს მასშტაბით ექვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა. აქედან ახალციხე მეხუთეა, სადაც ევროკავშირის საკითხებზე სტუდენტებს პროფესიონალი ექსპერტები ესაუბრებიან.

სემინარზე ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე სტუდენტებს ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე, ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის დირექროტი კახა გოგოლაძე, ასევე, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პირველი მრჩეველი, პოლიტიკური, ეკონომიკური და პრესის განყოფილების უფროსი რობინ ლიდელი ესაუბრნენ. აჩვენეს ფილმები ევროკავშირის საკითხებთან დაკავშირებით.

სემინარის ყველა მონაწილეს პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

მოხსენებით გამოვიდა ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტიც. იგი სტუდენტებს ბოლონიის პროცესზე ესაუბრა. გააცნო ევროპაში სწავლის მსურველთათვის საინტერესო სასწავლო პროგრამები და სტიპენდიები.

სემინარის მეორე დღეს სტუდენტთა ნაწილმა ევროკავშირის თემატიკაზე დაწერილი თემები წარადგინეს. თემებს ჟიურის წევრები - ვასილ ჭყოიძე, კახა გოგოლაძე და ლიკა ღლონტი აფასებდნენ. საუკეთესოდ შეფასებული 4 თემის ავტორებს - თეონა ჟუჟუნაძეს, თეონა ზურაბიშვილს, თიკო კაპანაძესა და თამარ გოგოლაძეს ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
სემინარის ორგნიზატორებმა დააჯილდოვეს ყველა ის სტუდენტი, რომელთაც თემები წაიკითხეს.
ჟიურის წევრებმა ერთხმად აღიარეს, რომ ამგვარი ძლიერი ჯგუფი აღნიშნული სემინარების ჩატარების მანძილზე არ შეხვედრიათ. ვასილ ჭყოიძემ აღნიშნა რომ, `ზოგადმა შთაბეჭდილებამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მთელი სემინარის მანძილზე სტუდენტები აქტიურები და დაინტერესებულნი იყვნენ. ვულოცავ ახალციხის უნივერსიტეტს, რომ ამგვარი ძლიერი სტუდენტები ჰყავს~,
 

გვერდის მესაკუთრე: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახალციხის ინსტიტუტი
ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 26-11-2006; ბოლო განახლება: 26-09-2007
მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ #106; ელ.ფოსტა: contact@akhaltsikhe.edu.ge
ტელ: 8 (265) 2-19-90, 8(265) 2-12-19.