|
სსიპ ახალციხის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას 2009-10
სასწავლო წლისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
1. ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში
.............7 ადგილი
2.აღრიცხვა, კონტროლი და აუდიტის მენეჯმენტი
.........................................
8 ადგილი
3.სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი
.................................. 8 ადგილი
საბუთები მიიღება ინსტიტუტის მიმღებ კომისიაში
(ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური)
28 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით 10სთ-დან
16სთ-მდე.
გამოცდები სპეციალობაში ყველა პროგრამაზე ჩატარდება
15 ოქტომბერს.
მაგისტრატურაში სწავლის მსურველებმა მიმღებ კომისიას
უნდა წარუდგინონ შემდეგი საბუთები:
1.
განცხადება;
2. სერტიფიკატი ან მისი შემცვლელი დოკუმენტი
გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (დედანი);
3. პირადობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;
4. 3 ფოტოსურათი 3X4;
5. უმაღლესი განათლების დიპლომი, დიპლომის დანართი და
მათი ასლები;
6. სამხედრო მიწერის მოწმობა და მისი ასლი;
7. სახალხო ბანკის ახალციხის ფილიალში გადახდილი 15
ლარიანი ქვითარი;
ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის
შემთხვევაში კონკურსანტის განცხადება არ განიხილება.
კონსულტაციები სასპეციალიზაციო გამოცდებისათვის
ჩატარდება შესაბამის ფაკულტეტებზე.
მისაღები გამოცდების საკითხებს შეგიძლიათ გაეცნოთ
ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
893 55 47 19,
893 90 64 29
|