ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი


  • Cvens Sesaxeb
  • struqtura
  • biujeti
  • biblioTeka
  • publikaciebi
  • sasargeblo bmulebi
  • studentTa sia
  • studentebs
  • studenturi 
TviTmmarTveloba
  • abiturientebs
 

 

 

 

 


შემოსულ სტუმართა რაოდენობა:
Mail boxes

 

შინაგანაწესი

 

დამტკიცებულია
სსიპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით ოქმი# ----
სპიკერი ასოც პროფესორი: ომარ მაისურაძე  

პროექტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ახალციხის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების მიზნები

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში _ უნივერსიტეტი) შინაგანაწესის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების მიზანია შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა, პერსონალისა და სტუდენტების უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების ხელშეწყობა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება, პერსონალისათვის სამუშაოს უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა, უნივერსიტეტსა და მასში დასაქმებულ პერსონალს შორის და უნივერსიტეტსა (ადმინისტრაციული, დამხმარე, აკადემიური პერსონალი და  მასწავლებლები) და სტუდენტებს შორის ურთიერთობების მოწესრიგება, სამსახურში ეთიკური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.

 მუხლი 2. შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების სამართლებრივი საფუძვლები

 უნივერსიტეტის შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს შრომის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების, "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის და უნივერსიტეტის  წესდების საფუძველზე.

 მუხლი 3. შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების მოქმედების სფერო 

 შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების შესრულება სავალდებულოა უნივერსიტეტში მომუშავე პერსონალისათვის (აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალი და მოწვეული მასწავლებლები) და სტუდენტებისათვის.

 

თავი II

სამუშაო და დასვენების დრო

 მუხლი 4. სამუშაო დრო

1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც პერსონალი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი.

2. უნივერსიტეტში დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

3. ყოველდღიურად სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების 3. ყოველდღიურად სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 0900დან 1800სთმდე.

4. სასწავლო პროცესის მოთხოვნების გათვალისწინებით პერსონალისათვის დასაშვებია 6 დღიანი სამუშაო კვირა, არა უმეტეს 41 საათისა კვირაში.

5. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების წესი და პირობები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

6. პერსონალს უფლება აქვს სამუშაო დღის განმავლობაში ისარგებლოს შესვენებით 1300დან 1400სთმდე.

7. უნივერსიტეტის აკადმიური პერსონალისა და მოწვეული პედაგოგებისათვის სამუშაო დღის განმავლობაში დასვენების დრო განისაზღვრება მათი პედაგოგიური დატვირთვების შესაბამისად დღის სხვადასხვა მონაკვეთით.

8. უნივერსიტეტის პერსონალს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

9. შესვენება არ შედის სამუშაო დროში და პერსონალი მას იყენებს თავისი სურვილის შესაბამისად. დროის ამ შუალედში მას ეძლევა სამუშაო ადგილიდან წასვლის უფლება.

10. სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 11 საათზე ნაკლები.

12. უნივერსიტეტში დადგენილია კვირაში ორი (შაბათი და კვირა) დასვენების დღე.

13. უნივერსიტეტის პერსონალს ასევე უფლება აქვს დაისვენოს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში.  

 

მუხლი 5. სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან წასვლის წესი

1.  უნივერსიტეტში პერსონალის გამოცხადება და სამუშაო ადგილიდან წასვლის კონტროლი ხორციელდება ყოველდღიურად და მოწმდება თვის ბოლოს სააღრიცხვო ჟურნალის მონაცემების შეჯამების გზით, რაც განსზღვრავს კონკრეტულ თვეში შრომის ანაზღაურების ოდენობას., რომლის საფუძველზეც სამსახურები ადგენენ აღრიცხვის ფურცელს (ტაბელი), რომელსაც ხელს აწერს შესაბამისი სამსახურის უფროსი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. პერსონალის სამსახურში  არასაპატიოდ გამოუცხდებლობის შემთხვევაში გაცდენილ დღეებზე არ მოხდება ხელფასის გაცემა.  

 მუხლი 6. სამუშაოზე დაგვიანება და სამუშაო დროის სხვა სახით გაცდენა

1. სამუშაოზე დაგვიანებად მიიჩნევა პერსონალის მიერ სამუშაო დროს სამუშაო ადგილზე 20 წუთზე მეტი ხნით დაგვიანებით გამოცხადება.

2. სამუშაოზე დაგვიანება ან სამუშაო დროის სხვა სახით გაცდენა შესაძლებელია ჩაითვალოს საპატიოდ ან არასაპატიოდ წინამდებარე შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების შესაბამისად.

3. სისტემატურ დაგვიანებად ჩაითვლება პერსონალის მიერ,  ხუთჯერ (ზედიზედ) სამუშაო ადგილზე 20 წუთზე მეტი ხნით დაგვიანებით გამოცხადება, რომელიც მიიჩნევა არასაპატიოდ.

 მუხლი 7. პერსონალის მიერ  დაგვიანებით ან სხვა სახით გაცდენილი სამუშაო დროის საპატიოდ ან არასაპატიოდ ჩათვლა

1. სამუშაოზე დაგვიანება ან სამუშაო დროის სხვა სახით გაცდენა საპატიოდ ჩაითვლება თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ან უშუალო უფროსი (სამსახურის უფროსი) დააკმაყოფილებს პერსონალის ზეპირ ან წერილობით თხოვნას დაგვიანების საპატიოდ ჩათვლის თაობაზე. ამ მიზნით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ან უშუალო უფროსი უფლებამოსილია დაგვიანებისთანავე ან სამუშაო დროის სხვა სახით გაცდენის შემდგომ გამოცხადებისთანავე თავის დაქვემდებარებაში მყოფ პერსონალს მოსთხოვოს მოხსენებითი ბარათის წარმოდგენა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ან უშუალო უფროსი სამუშაოზე დაგვიანების თაობაზე აკმაყოფილებს პერსონალის ზეპირ ან წერილობით განცხადებას/მოხსენებით ბარათს, აღნიშნული დრო მიიჩნევა საპატიოდ.

3. სამუშაოზე არასაპატიოდ დაგვიანების ან/და სამუშაოს დროის არასაპატიოდ გაცდენის შემთხვევებში, პერსონალის მიმართ განხორციელდება წინამდებარე შინაგანაწესითა და დისწიპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომა.

4. სამუშაოზე არასაპატიოდ დაგვიანებად და სამუშაოს დროის არასაპატიოდ გაცდენად არ ჩაითვლება პერსონალის მიერ სამუშაო დროს სამსახურებრივი მოვალეობების უნივერსიტეტის შენობის გარეთ შესრულება, რაც გამოწვეული იყო შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკით და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ან უშუალო უფროსი. პერსონალი ინფორმაციას სამუშაო დროს სამსახურებრივი მოვალეობების უნივერსიტეტის შენობის გარეთ შესრულების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ან უშუალო უფროსს წარუდგენეს მოთხოვნის შემთხვევაში.

 

მუხლი 8. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა

1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში პერსონალი ვალდებულია, წინასწარ, მიმართოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ან უშუალო უფროსს შემდგომში სამსახურში არყოფნის მიზეზების, სავარაუდო პერიოდის, მის მიერ გადაუდებლად შესასრულებელი სამუშაოს მითითებით და ითხოვოს ამ ხნის განმავლობაში სამსახურებრივი ვალდებულებებისაგან დროებით გათავისუფლება. 2 დღეზე მეტი ვადით წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიმართვა უნდა იყოს წარმოდგენილი წერილობითი სახით, ხოლო 2 დღეზე ნაკლები ვადით - წერილობითი ან ზეპირი ფორმით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ან უშუალო უფროსის მოთხოვნის შესაბამისად.

2. სამუშაოდან დროებით გათავისუფლების თხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში (რაც ხდება განცხადების წარდგენიდან იმავე დღეს) პერსონალი ვალდებულია ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს სამსახურებრივი საქმიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება სამუშაოს არასაპატიო მიზეზით სამუშაოს გაცდენად და უნივერსიტეტი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წინამდებარე შინაგანაწესითა და დისწიპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომა.

 

მუხლი 9. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა

1. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში პერსონალი ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში დაუყოვნებლივ სიტყვიერად აცნობოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ან უშუალო უფროსს გამოუცხადებლობის მიზეზი, სავარაუდო პერიოდი და ინფორმაცია მის მიერ დაუყოვნებლივ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, გამოცხადების შემდეგ კი, მოთხოვნის შემთხვევაში უმოკლეს დროში წარუდგინოს მას მოხსენებითი ბარათი.

2. 2 დღეზე მეტი ვადით წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში პერსონალმა დაბრუნებისთანავე (თუ დაბრუნებამდე შეუძლებელია) წერილობით უნდა მიმართოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ან უშუალო უფროსს გაცდენილი დროის საპატიოდ ჩათვლის თხოვნით

მუხლი 10. არასაპატიო მიზეზით სამუშაოზე გამოუცხადებლობის შედეგები

 არასაპატიო მიზეზით სამუშაოზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია გამოიყენოს შიანაგანაწესით და დისციპლონური პასუხისმგებლობის ნორმებით დადგენილი ზომები

 

მუხლი 11. გაფრთხილება

1. პერსონალი, რომლის სამუშაოზე დაგვიანება და სამუშაოს გაცდენა ჩაითვლება არასაპატიოდ, რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ იღებს გაფრთხილებას.

2. ერთი და იმავე მიზეზით, გაფრთხილების 2-ჯერ მიღებისას, პერსონალი იღებს შეტყობინებას, რომ არასაპატიო ქცევის შემთხვევაში იგი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას.

3. გაფრთხილების სამჯერ მიღება შეიძლება გახდეს შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი.

4. ამ მუხლით განსაზღვრულ გაფრთხილებას და შეტყობინებას პერსონალი იღებს წერილობითი ფორმით.

 

მუხლი 12. პერსონალის ვალდებულებები თანამდებობიდან გათავისუფლების, სამსახურებრივ მივლინებაში ან შვებულებაში გასვლის დროს

1. პერსონალი, ვალდებულია თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების გაცნობიდან 1 კვირის  ვადაში უზრუნველყოს სამსახურთან დაკავშირებული და მისთვის მინდობილი დოკუმენტაციის, შესაბამისი ელექტრონული ვერსიების ადგილსამყოფელის მითითებით და ქონების, მათ შორის მის სახელზე რიცხული სამუშაო ოთახის გასაღების მისი შემცვლელი პირისათვის ან აღნიშნული პირის არ არსებობის შემთხვევაში კორპუსის კომენდატისათვის გადაცემა.

2. პერსონალი ვალდებულია შვებულებაში გასვლამდე ან სამსახურებრივ მივლინებაში გამგზავრებამდე უზრუნველყოს მასთან არსებული სამსახურებრივი ხასიათის დოკუმენტაციის გადაცემა მისი შემცვლელი პირის ან ზემდგომი თანამდებობის პირისათვის შესაბამისი ელექტრონული ვერსიების ადგილსამყოფელის მითითებით (საჭიროების შემთხვევაში).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი შვებულებაში ან მივლინებაში მყოფი თანამშრომლის დოკუმენტაციას, კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, აძლევს მსვლელობას (საჭიროების შემთხვევაში)

 

მუხლი 13. უნივერსიტეტის პედაგოგების (აკადემიური პერსონალი და მოწვეული მასწავლებელი) დისციპლინური პასუხისმგებლობა

  უნივერსიტეტის პედაგოგების მიერ შრმოითი ხელშეკრულებით ნაკისრი  ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის  ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (აკადემიური პერსონალი და მოწვეული მასწავლებელი) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს განსაზღვრავს  წარმომადგენლობითი საბჭო დადგენილებით.

 

თავი III

პერსონალის უფლებები

მუხლი 14. უფლებათა ფარგლები

 პერსონალი, გარდა ამ შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული შრომითი უფლებებისა, სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ყველა სხვა უფლებით.

 

მუხლი 15. შეღავათები 

 ორსულებსა და მეძუძურ დედებს, ქალებს, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი ან/და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი შვილები, დროებით შრომისუუნარო პირებს, პირებს, რომლებიც სამუშაოს უთავსებენ სწავლას და სხვა კატეგორიის პერსონალს რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ, მათივე წერილობითი და დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მიეცეთ შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებისაგან განსხვავებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობის უფლება.

 

თავი IV

პერსონალის მიერ ეთიკური და ზნეობრივი

ნორმების დაცვის ვალდებულება

მუხლი 16. პერსონალის ვალდებულებები ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის სფეროში

1. პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებს და ღირსებებს.

2. პერსონალისათვის დაუშვებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან პერსონალისა და უნივერსიტეტის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა სად არის იგი ჩადენილი.

3. დაუშვებელია სამუშაო ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თუ ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას გამოცხადება.

4. პერსონალს ეკრძალება გარეშე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ნებისმიერი ღირებულების მქონე საჩუქრის მიღება, რომელთანაც აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა.

5. "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უნივერსიტეტის შენობაში მოწევა აკრძალულია. ამ შეზღუდვის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. მოქალაქეებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას პერსონალი ვალდებულია დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები გააცნოს საკუთარი თავი და დაკავებული თანამდებობა.

7. პერსონალი ვალდებულია, როგორც სამსახურებრივი ურთიერთობებისას, ისე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ არ გაავრცელოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო, კომერციული და პირადი საიდუმლოება, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით.

8. პერსონალს, აგრეთვე, მოეთხოვება დაიცვას სხვა შეზღუდვები, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ განისაზღვრება კანონმდებლობით და გათვალისწინებულია სხვა სამართლებრივი აქტებით.

 

თავი V

შვებულება

მუხლი 17. შვებულების ხანგრძლივობა

1. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებითარანაკლებ წელიწადში 24 სამუშაო დღით.

2. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებითარანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღით.

3. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.

4. პერსონალს, რომელსაც უკავია ერთდროულად ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდეობობა, შვებულებას მიიღებს ადმინისტრაციული თანამდებობიდან.

5. აკადმიური პერსონალის ყოველწლიური ანაზღურებადი შვებულება, რომლის სამუშო Dდრო აღემატება 11 თვეს, განისაზღვრება 48 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით, ხოლო 11 თვის გასვლამდე განისაზღვრება 24 დღიანი ანაზღურებადი და 24 დღიანი ანაზღურების გარეშე  შვებულებით

 

მუხლი 18. შვებულების მიცემის წესი

1. დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

2. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს.

3. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

4. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

5. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებელი უფლებამოსილია დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.

 

მუხლი 19. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დამსაქმებლის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება

 ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

 

მუხლი 20. შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობა

1. შვებულების მოთხოვნის უფლების  წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი, აგრეთვე დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დრო.

2. შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში არ ითვლება დასაქმებულის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის ან 7 სამუშაო დღეზე მეტი ხნით ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის დრო.

 

მუხლი 21. ანაზღაურებადი შვებულების გადატანის გამონაკლისი შემთხვევები

1. თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.

2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.

 

მუხლი 22. საშვებულებო ანაზღაურება

 დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებიანამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაშიბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით

 

თავი VI. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო

მუხლი 23. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით.

2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან  ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდებზე.

 

მუხლი 24. შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო

 დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამობავშვის დაბადებიდან 365 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე.

 

მუხლი 25. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურება

 ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებითი ანაზღაურების შესახებ

 

მუხლი 26. დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო

1. დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.  

2. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.

 

თავი VII

პერსონალის  წახალისების ფორმები

მუხლი 27. წახალისების ფორმები

1. სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

) მადლობის გამოცხადება (პირად საქმეში შეტანით);

) ერთჯერადი ფულადი ჯილდო;

) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება;

) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება;

2. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

 

თავი VIII

პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობა

მუხლი. 28 დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. „უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონით, წინამდებარე შინაგანაწესითა და დისწიპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით, ეთიკის კოდექსითა და შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისიწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაცია იყენებს შემდეგი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს:

) შენიშვნა

) საყვედური

) სასტიკი საყვედური (პირად საქმეში შეტანით)

) თანამდებობიდან გათავისუფლება

2. დისციპლინური სახდელის დადებისას გაითვალისწინება ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები, პერსონალის წინანდელი მუშაობა და ყოფაქცევა.

3. დისციპლუნური სახდელის დადებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტება; შვებულებაში ან მივლინებაში მყოფი პირის დისციპლინური დასჯა ხდება მისი გამოცხადების შემდეგ. სახდელის დასადებად უნდა შეიქმნას კომისია, რომლის დასკვნის საფუძველზე რექტორი ან ადმინსიტრაციის ხელმძღვანელი გამოცემს სამართლებრივ აქტს დისციპლინარული სახდელის დადების თაობზე.

4.ადმინისტრაცია დისციპლინურ სახდელს იყენებს გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენის დღიდან, თანამშრომლის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის პერიოდის ჩაუთვლელად.

5. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება დადებულ იქნეს გადაცდომის ჩადენიდან 3 თვის გასვლის შემდეგ, ხოლო რევიზიის ან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არა უგვიანეს ერთი წლისა მისი ჩადენის დღიდან.

6. შრომის დისციპლინის ყოველი დარღვევისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

7. დისციპლინური სახდელის შესახებ ბრძანებას (განკარგულებას) იმ დასაქმებულის შესახებ, რომელსაც დაედო სახდელი, შეატყობინებენ ბრძანების (განკარგულების) ასლზე ხელმოწერის ჩამორთმევით.

8. თუ დისციპლინური სახდელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში პერსონალს არ დაედება ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ჩაითვლება ისეთ პირად, რომელსაც დისციპლინური სახდელი არ ჰქონია დადებული.

9. თუ პერსონალს 1 (ერთი) წლის მანძილზე ხელახლა არ დაურღვევია შრომის დისციპლინა და ამასთან, თავი გამოიჩინა, როგორც კარგმა და კეთილსინდისიერმა მუშაკმა, მას შეიძლება მოეხსნას დისციპლინური სახდელი ერთი წლის გასვლამდე, თავისი ინიციატივით, უშუალოდ ხელმძღვანელის ან თანამშრომელთა შუამდგომლობით რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტის გამოცემით.

10. პერსონალი, რომელთაც უკავიათ არჩევითი თანამდებობა, შეიძლება დათხოვნილი იქნენ მხოლოდ მათი ამრჩევი ორგანოს გადაწყვეტილებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით.

  

თავი IX

შრომის დაცვის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების

ზოგადი ინსტრუქციები

მუხლი 29. შრომის დაცვა

 შრომის დაცვაში იგულისხმება ტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური და სამართლებრივი ღონისძიებების ფართო სისტემა, რომელიც მიმართულია შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 30. უნივერსიტეტის საქმიანობა შრომის დაცვის სფეროში

1. უნივერსიტეტი თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია და უზრუნველყოფს მასთან დასაქმებული პერსონალისათვის საქართველოს შრომის კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნას, ყველა სამუშაო ადგილის სათანადო ტექნიკურ მოწყობას და იქ შრომის ისეთი პირობების შექმნას, როგორიც შეესაბამება შრომის დაცვის წესებს.

2. უნივერსიტეტი პერსონალს პერიოდულად უტარებს ინსტრუქტაჟს უსასაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შრომის დაცვის სხვა წესების შესახებ და თავად ახორციელებს ყველა მათგანის შესრულებაზე მუდმივ კონტროლს.

 

მუხლი 31. პერსონალის ვალდებულებები შრომის დაცვის უზრუნველსაყოფად 

 პერსონალი ვალდებულია შეასრულოს შრომის დაცვის ინსტრუქციები, რომლებიც ადგენენ სამუშაოთა შესრულებისა და უნივერსიტეტის შენობაში ქცევის წესებს, რომლებსაც განსაზღვრავს წინამდებარე შინაგანაწესი და სხვა სამართლებრივი აქტები

 

მუხლი 32. კონტროლი  

 შრომის დაცვის ინსტრუქციის ყველა მოთხოვნათა შესრულებაზე მუდმივ კონტროლს ახორციელებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

 

მუხლი 33. პასუხისმგებლობა შრომის დაცვის წესების დარღვევისათვის 

 შრომის დაცვის წესების დარღვევისათვის პერსონალს ეკისრება დისციპლინური, ადმინისტრაციული, მატერიალური ან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

 

თავი X

პერსონალის შრომის ანაზრაურების წესი

მუხლი 34. ხელფასის გაცემა

 პერსონალისთვის შრომის ანაზღაურება წარმოებს `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წედების შესაბამისად დამტკიებული საშტატო განრიგების (აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმრე), წინამდებარე შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების მე–5 მუხლის საფუძველზე.

 

 მუხლი 35. ხელფასის გაცემის დრო

1. უნივერსიტეტის პერსონალს ხელფასი ეძლევა თვეში ერთხელ არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.

2. უნივერსიტეტი არ აგებს პასუხს საბანკო სისტემებში წარმოქმნილი მიზეზებით ხელფასის გაცემის შეფერხებებზე და ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.

 

 მუხლი 36. ხელფასის გაცემის ადგილი

1. ხელფასი გაიცემა პერსონალის პირად ანგარიშზე (პლასტიკურ ბარათზე) დარიცხვით.

2. ახლად დანიშნული/არჩეული პერსონალისათვის პლასტიკური ბარათის დამზადებამდე ხელფასი შეიძლება გაიცეს ნაღდი ანგარიშწორებით.

 

თავი XI

სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა, დადგენილებათა და ბრძანებათა

თანამშრომლებამდე დაყვანის წესი

მუხლი 37. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული განკარგულება, დადგენილება და ბრძანება

1. პერსონალის მიმართ სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანებას გამოცემს უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. დადგენილებას გამოცემს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები, ხოლო განკარგულებას გამოცემს რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სტრუქტურული ერთეულების/სამსახურების უფროსები, დეკანები.

 

მუხლი 38. ინდივიდუალური ხასიათის ბრძანების გაცნობის წესი

1. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, რომელიც ინდივიდუალური ხასიათისაა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებულ პირს გადაეცემა პერსონალურად ან ფოსტის მეშვეობით. ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, ყოველგვარი საზღაურის გადახდის გარეშე, უნივერსიტეტში მიიღოს ამ ბრძანების ასლი.

2. დადგენილებები და განკარგულებები პერსონალისათვის ცნობილი ხდება შესაბამისი სამსახურებისათვის ჩაბარების, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ან/და საინფორმაციო დაფაზე განთვსების გზით.

3. ზოგადი ხასიათის სამართლებრივი აქტების დაყვანა დაინატერესებულ პირებამდე (პერსონალი, სტუდენტები და .) ხდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

 

თავი XII

მუხლი 39. უნივერსიტეტის სტუდენტების დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ `უმაღლესი განათლების შესახებ~  საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებით, ეთიკის კოდექსით, შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას.

3. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

4. დისციპლინური დევნის განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ.

) დაესწროს დისციპლინური დევნის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით.

) მიაწოდოს საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები.

) მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში.

) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

5. დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის  წესდებით, შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია უნდა გამოიკვლიოს ფაკულტეტის საბჭომ.

6. სტუდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

7. სტუდენტს, წინამდებარე შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით, ასევე ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, გამოეცხადება საყვედური, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, შეუწყდება სტუდენტის სტატუსი.

 

თავი XIII

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

მუხლი 40. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

 

1.სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

 ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;

ბ) პირადი განცხადება;

გ) ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა ბაკალავრიატის სწავლების საფეხურზე;

დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში;

ე) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის;

ვ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა ზედიზედ სამი სემესტრის განმავლობაში;

ზ) ერთი და იმავე საგნის ორჯერ მოსმენა და კრედიტის ვერ მიღება;

თ) სტუდენტისათვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევა (არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება  1.პლაგიატი - ნაშრომში სხვისი აზრისა თუ ნაშრომის ციტირება ავტორის მითითებისგარეშე; 2 თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა; 3. სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ ძალადობა და შეურაცხყოფა;  4. შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით (რაც შეიძლება გახდეს დისციპლინური დევნის საფუძველი);
ი) გარდაცვალება;

2. სტატუსის შეწყვეტის კანდიდატს ეძლევა სსიპ ახალციხის ინსტიტუტის სხვა ფაკულტეტზე, ან სხვა უსდ-ში გადასვლის შესაძლებლობა.

 

 თავი XIV

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 41. შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების  ზოგიერთი ნაწილის მოთხოვნათა შესრულების ვალდებულებისაგან გათავისულფლება

1. შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-6 ნაწილი, მე-6 და მე-7 მუხლები არ ვრცელდება უნივერსიტეტის აკადმიურ პერსონალსა და მოწვეულ პედაგოგებზე.

2. პირველ პუნქტში აღნიშნული პირების მიმართ ზოგიერთი დისწიპლინარული ღონისძიების გატარების წესი (გარდა შინაგანაწესის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების) და პირობები  განისაზღვრება ხელშეკრულებითა და შიდა სამართლებრივი აქტებით.

  

მუხლი 42. შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების გაცნობის წესი

 ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია სამსახურში მიღებისას პერსონალს გააცნოს იგი ხელწერილის ჩამორთმევით, რომელიც ჩაიდება მის პირად საქმეში.

 

მუხლი 43. შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების პროექტში წინადადებებისა და შენიშვნების წარდგენის წესი

1. შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები დაინტერესებული პირების მიერ წინადადებებისა და შენიშვნების წარდგენის მიზნით, დამტკიცებამდე 20 დღით ადრე განთავსდება უნივერსიტეტში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას (საჯარო დაფაზე) და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

2. დაინტერესებულმა პირებმა პროექტში შესატანი წინადადებები და შენიშვნები წარმომადგენლობითი სბჭოს მდივანთან უნდა წარადგინონ არა უგვიანეს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის წინა სამუშაო დღისა.

3. წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინება წარმომადგენლობითი საბჭოსთვის სავალდებულო არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი გამომდინარეობენ კანონმდებლობიდან.

 

მუხლი 44. შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების ძალაში შესვლა

   შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

 

მუხლი 45. უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების დაცვის ვალდებულება

 უნივერსიტეტის პერსონალი  ვალდებულია დაიცვას წინამდებარე შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები ასევე ეთიკის კოდექსი, ხელშეკრულებიგანსაზვრული პირობები, სამსახურეობრივი დებულებით განსაზვრული უფლება–მოვალეობები და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც მის საქმიანობას ეხება.

 

მუხლი 46. შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების შესრულებაზე კონტროლი

  პერსონალის მიერ შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების, ეთიკის კოდექსის, ხელშეკრულებიგანსაზვრული პირობების, სამსახურეობრივი დებულებით განსაზვრული უფლება–მოვალეობების და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი (რომელიც მის საქმიანობას ეხება) შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.  

 

მუხლი 47. პასუხისმგებლობა შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების დარღვევისათვის

  პერსონალის მიერ შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების დარღვევის შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

 

მუხლი 48. შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით გაუთვალისწინებელი საკითხების დარეგულირების წესი

 საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით დარეგულირება კანონმდებლის შესაბამისად

 

მუხლი 49. შინაგანაწესსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების  შემუშავება, დამტკიცება  და ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

 1. შინაგანაწესსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს  უნივერსიტეტის  წარმომადგენლობითი საბჭო.

  2. შინაგანაწესსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით და 43–  მუხლით დადგენილი წესით.

 

 

გვერდის მესაკუთრე: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 26-11-2006; ბოლო განახლება: 8–02–2010;
მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ #106; ელ.ფოსტა: contact@akhaltsikhe.edu.ge
ტელ: 8 (265) 2-19-90, 8(265) 2-12-19. 7-10-2008. 7-10-2008,