ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი


  • Cvens Sesaxeb
  • struqtura
  • biujeti
  • biblioTeka
  • publikaciebi
  • sasargeblo bmulebi
  • studentTa sia
  • studentebs
  • studenturi 
TviTmmarTveloba
  • abiturientebs
 

 

 

 

 

 

 

 

 


შემოსულ სტუმართა რაოდენობა:
Mail boxes

 


სამაგისტრო პროგრამებზე შემსვლელთა საყურადღებოდ!!!

სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

 

სიახლეები

 

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სპეციალობაში მისაღები გამოცდების საკითხები
 

31.08.2010  ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს:

12.08.2010 ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და ამერიკის ელჩი სომხეთში მერიე ივანოვიჩი, რომლებიც შეხვდნენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებს და ისაუბრეს უნივერსიტეტსა და საელჩოებს შორის სამომავლო ურთიერთ თანამშრომლობაზე.

15.07.2010 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით სსიპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი იწყებს კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად პოტენციური მიმწოდებლის შერჩევას.

30.06.2010 გოეთეს ინსტიტუტის, DAAD-ის და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწოყბით, ახალციხის უნივერსიტეტის  პირველ კორპუსში 1 ივლისს, 9 საათზე, გაიხსნება  საზაფხულო სკოლა (პროგრამა) (Programmheft)

14.06.2010 დღეს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია თურქეთის დელეგაცია და საზეიმო ვთარებაში გაიხსნა  თურქული ენის კაბინეტი. (ფოტოგალერეა  1,    2  )

9.06.2010 14 ივნისს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კიდევ ერთი, თანამედროვე დონეზე აღჭურვილი, თურქული ენის კაბინეტი გაიხსნება. გახსნაზე მოწვეულია თურქეთის დელეგაცია.

8.06.2010  8 ივნისს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაემგზავრნენ ყარსის (თურქეთის რესპუბლიკა) უნივერსიტეტში, უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

7.06.2010 4 და 5 ივნისს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის გაიმართა საინფორმაციო სემინარი თემაზე `გავეცნოთ ევროკავშირს~. სემინარს უნივერსიტეტის 29 სტუდენტი და ექვსი თანამშრომელი ესწრებოდა.

3.06.2010  ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ახალი ბერძნული ენისა დალიტერატურის სპეციალობის, მეოთხე კურსის სტუდენტები: ნანა ინასარიძე, მარი გვარამაძე და რუსუდან ნებაძე "თესპა"-ს პროგრამის ფარგლებში, 4 ივნისს, 6 კვირით ათენის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან სასწავლებლად.

1.06.2010  28-31 მაისს ახალცხის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თინა გელაშვილი  და ასოცირებული პროფესორი როინ ყავრელიშვილი მიწვეულ იყვნენ ევრაზიის აბრეშუმის გზის უნიერსიტეტების პირველ შეკრებაზე.

 

21 მაისს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე. 4-5 ივნისს ჩატარდება სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს"

21 მაისს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია.

 18 მაისს  ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალფეროვანი საქართველო"  იმიტირებული არჩევნები მოაწყო. უნივერსიტეტის სტუდენტებმა ამომრჩევლის როლი შეასრულეს.

18.05.2010  21 მაისს, 13 საათზე, უნივერსიტეტის II  კორპუსში, (ოთახი 208), წაკითხულ იქნება აქტუალური ლექციები თემაზე:
1.  "დიდი და მცირე კავკასიონის ფლორის მრავალფეროვნება". თსუ-ს სრული პროფესორი შამილ შეთეკაური.
2.  "წითელი ნუსხის მერქნიანი მცენარეები თბილისის ბოტანიკურ ბაღში". მეცნიერებათა დოქტორი ნინო ერაძე.

17.05.2010 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აწესებს დიდი ქართველი მეცნიერის კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდიას მაღალი აკადემიური მოსწრების ჰუმანიტარული მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.  

14.05.2010  საუნივერსიტეტო არჩევითი საგნების პრეზენტაციის განრიგი.

7.05.2010 იაპონიის მთავრობის სტიპენდიებისათვის 2010-2011 აკადემიური წლისათვის.

5.05.2010 ახალციხის უნივერსიტეტს ეწვია ამერიკის ელჩი ჯონ ბასი.

1-4 მაისს - ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანლი ნოდარ გოროხოვი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ცირა მესხიშვილი და პროფესორი ლალი მოროშკინა იმყოფებოდნენ ვიზიტით ერევნის (სომხეთის რესპუბლიკა) სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვიზიტის მიზანი ურთიერთთანამშრომლობის მემონორანდუმის გაფორმება იყო.

3.04.2010 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს  მასწავლებლებისა და საგნის სპეციალისტების შესარჩევ კონკურსს შემდეგ პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად: ’ასწავლე საქართველოსთვის’, ”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში”.

30.04.2010 იმდინარე წლის 30 აპრილს ჩატარდა ბიზნესია და მართვის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები, არჩეულ იქნა ცისკარა ზარანდია.

29.04.2010  მიმდინარე წლის 29 აპრილს ჩატარდა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები, არჩეულ იქნა ცირა მესხიშვილი.

27.04.2010 მიმდინარე წლის 27 აპრილს ჩატარდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები, ფაკულტეტის საბჭოს მიერ არჩეულ იქნა გიორგი მესხი.

22.04.2010 23 აპრილს ახალციხის უნივერსიტეტის (პირველი კორპუსი) ეზოში ჩატარდება გერმანული წიგნის დღე.
გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიომობილი გთავაზობთ უახლეს სასწავლო და მხატვრულ ლიტერატურას.
დაწვრილებითი ცნობებისათვის მიმართეთ: ლალი ბერიძე- 893 63 33 87, მარეხ დვალიშვილს - 899 36 19 81.

22.04.2010  სამშაბათს, 27 აპრილს, 14 საათზე, უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდება ლექცია თემაზე: ენის დოკუმენტირება ახალი ტექნოლოგიებით (პროექტი-საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი). მომხსენებელი - საქრთველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი მარინე ბერიძე.

21.04.2010  2010 წლის 1-11 ივნისს უნივერსიტეტის მეორე კურსელთათვის ჩატარდება აკადემიური რეგისტრაცია.

 

16 - 18 აპრილს - ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანლი ნოდარ გოროხოვი და თურქული ენის განყოფილების ასოცირებული პროფესორი როინ ყავრელიშვილი იმყოფებოდნენ ვიზიტით ორდუს (თურქეთის რესპუბლიკა) სახელმწიფო უნივერსიტეტში.

7.04.2010  8 აპრილს, 14 საათზე, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (I კორპუსი) განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი უჩა ბლუაშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: "ქართულ-რუსული უთიერთობების გენეზისი და ქართული სახელმწიფოს სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ თანამედროვე ეტაპზე".

30.03.2010  ოთხშაბათს 14 საათზე ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსში, იურიდიული ფაკულტეტის პირველ და მეორე კურსის სტუდენტები მართავენ დებატებს თემაზე "ნარკომანია – ავადმყოფობა თუ დანაშული?!". დასწრება თავისუფალია.

26.03.2010 25 მარტს ჩატარებული ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების (აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების) წევრთა არჩევნების შედეგაბი.

24.03.2010 მიმდინარე წლის 11 ივნისს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია.

24.03.2010 მიმდინარე წლის 21 მაისს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სტუდენტთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია.

22.03.2010 თურქეთის   იზმირის "დოქუზ ეილულის" უნივერსიტეტის ბაზაზე, თურქულის შესწავლის მსურველებისათვის დაარსდა "თურქული ენის სწავლების, კვლევისა და პრაქტიკული მეცადინეობის ცენტრი (DEDAM)". აღნიშნული ცენტრი გასცემს საერთაშორისო დიპლომებსა და სერთიფიკატებს. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მისამართზე: www.web.deu.edu.tr/dedam

19.03.2010 25 მარტს ჩატარდება ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების (აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების ) წევრთა არჩევნები

17.03.2010 DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის ბიურო)  საინფორმაციო შეხვედრა სტიპენდიების და აკადემიური მივლინებების გაცემის შესახებ, გერმანულ და ინგლისურ ენოვან სტუდენტებთან და პედაგოგებთან, შედგება 23 მარტს 11 საათზე უნივერსიტეტის  ( I კორპუსი) სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

11.03.2010 ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა  ღია კარის დღე.

9.03.2010 ფრანკოფონია 2010  საქართველოში.

1.03.2010 სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია.

 26 თებერვავალს შედგა ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულთა სადიპლომო   ნამუშევრების დაცვა.

18.02.2010  ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ცხადდება დეკანების არჩევნები

 

 11 თებერვალს, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტს არდაგანის მხარის (თურქეთის რესპუბლიკა) გუბერნატორი მუსტაფა ქექმენი ეწვია. მან თურქული ენისა და ლიტერატუის კაბინეტს საჩუქრად ისტორიულ–კულტურულოი სახის ლიტერატურა გადასცა.

10.02.2010 ფონდი "საერთაშორისო განათლების ცენტრი" და ღია საზოგადოების ინსტიტუტი (ნიუ იორკი) აცხადებენ უნივერსიტეტის მასწავლებელთა კონკურსს

9.02.2010 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, მასწავლებელთა დამხმარე საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების შესაქმნელად.

4.02.2010 ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე.  (კონკურსის პირობები)

20.01.2010 გამოფენა და და სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "განათლება, მეცნიერება, სპორტი და ტურიზმი ახალი აღორძინების ეპოქაში".

20.01.2010 საერთაშორისო გამოფენა და სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "მეცნიერება, ტექნიკა და ინოვაციური ტექნოლოგიები დიდი აღორძინების ეპოქაში".

15.01.2010 დამტკიცდა მასწალებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ახალი დებულება  (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N1102, 4.12.20090)

8.01.2010  ახალციხეში, ისევე როგორც მთელ საქართველოში გაიმართა  ტრადიციული საშობაო ალილო, შეგროვდა საჩუქრები ნინოწმიონდის ბავშვთა სახლისთვის. ალილოს მონაწილებს საჩუქრები  გადასცა ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორმა.

5.01.2010 ”განათლების, პრაქტიკის და კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშორისო მესე”

5.01.2010 ინდოეთის რესპუბლიკის  სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის

 

გვერდის მესაკუთრე: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიი
ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 26-11-2006; ბოლო განახლება: 8–02–2010;
მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ #106; ელ.ფოსტა: contact@akhaltsikhe.edu.ge
ტელ: 8 (265) 2-19-90, 8(265) 2-12-19. 7-10-2008. 7-10-2008,