![]() ![]() |
|
|
|
ბიბლიოთეკა ძვირფასო სტუდენტებო და პროფესორ- მასწავლებლებო! ახალციხის უნივერსიტეტში 25 სექტემბრიდან სამი თვის საცდელი ვადით ჩაირთო რამდენიმე ინგლისურენოვანი მონაცემთა ბაზა Alexander Street Press - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სფერო ICE Virtual Library - სამეცნიერო ჟურნალებისა და წიგნების კოლექცია SPIE Digital Library - ციფრული ბიბლიოთეკა და ელექტრონული წიგნების კოლექცია ასტრონომიის, ნანოტექნოლოგიების, ელექტრო-ოპტიკის, კომუნიკაციების და ა. შ. სფეროში
უნივერსიტეტის ორივე კორპუსში ფუნქციონირებს თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით და უფასო ინტერნეტმომსახურებით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზები, გამიჯნული წიგნსაცავებით. სამკითხველო დარბაზებში განათავსებულია ლიტერატურა თავისუფალი დაშვებისათვის.
ბიბლიოთეკაში სისტემატიურად ფართოვდება სერვისი. შეიქმნა
ელექტრონული კატალოგი, რომელიც მკითხველს უადვილებს
ინფორმაციის მიღებას.
სამეცნიერო ბიბლიოთეკა არის საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წევრი, თანამშრომლობს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელებთან და ორგანიზაციებთან, ჩართულია პროექტის “ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის _ EIFL” მონაწილეთა კონსორციუმში, რომლის მეშვეობითაც ამოქმედდა ელექტრონული ბიბლიოთეკა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ:
ელექტრონული მონაცემთა ბაზებით. შეგიძლიათ ისარგებლოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ბიბლოთეკების ლიტერატურით:
ბიბლიოთეკის სამუშაო საათები: ორშაბათი _ პარასკევი: 9.00.-18.00. ელ-ფოსტა: iabesadze.edu.ge@mail.ru
|
||
|
გვერდის მესაკუთრე: საჯარო სამართლის
იურიდიული პირი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიი |
|||