ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი


  • Cvens Sesaxeb
  • struqtura
  • biujeti
  • biblioTeka
  • publikaciebi
  • sasargeblo bmulebi
  • studentTa sia
  • studentebs
  • studenturi 
TviTmmarTveloba
  • abiturientebs
 

 

 

 

 


შემოსულ სტუმართა რაოდენობა:
Mail boxes

 

მისია

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მხარს უჭერს ევროპული განათლებისა და კვალიფიკაციის დანერგვის ინიციატივებსა და ღონისძიებებს. აქტიურად მონაწილეობს ბოლონიის პროცესში და ხელმძღვანელობს ევროპული უნივერსიტეტების შესახებ დიდი ქარტიის პრინციპით. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტის მისიაა:
- საკაცობრიო და ეროვნული ღირებულებების დაცვისა და განმტკიცების საფუძველზე პროფესიულად განსწავლული, მაღალზნეობრივი, კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდა;
- სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით, ხარისხის მართვის ეფექტური სისტემის გამოყენებით, მუდმივ განახლებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე საქართველოს მუდმივად ცვალებადი შრომითი ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი კონტიგენტის მომზადება;
-სტუდენტების, მასწავლებლების და პროფესორებისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნა, რაც პირველ რიგში გულისხმობს სრულ აკადემიურ თავისუფლებას. სტუდენტები და პროფესორ_მასწავლებლები თავისუფალი არიან აირჩიონ კვლევისა და შესწავლის სფეროები, მიმართულებები, თანამშრომლები და ხელმძღვანელები; ასევე თავისუფალი არიან, აირჩიონ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესოდ შეესატყვისება ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთო მიზნებსა და ამოცანებს.
- უნივერსიტეტის სტრატეგიის მთავარი ორიენტირია: _ სამცხე-ჯავახეთის სპეციფიკის გათვალისწინება;
- რეგიონის არაქართულენოვანი მოსახლეობის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

 

გვერდის მესაკუთრე: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიი
ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 26-11-2006; ბოლო განახლება: 8–02–2010;
მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ #106; ელ.ფოსტა: contact@akhaltsikhe.edu.ge
ტელ: 8 (265) 2-19-90, 8(265) 2-12-19. 7-10-2008. 7-10-2008,