ბრძანება №3
15.03.2010 წ.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების (აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ

 “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, “მართვის ორგანოების არჩევის წესის მიღების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2009 წლის 20 ნოემბრის #105 დადგენილების, “აკადემიური საბჭოს არჩევის წესეს დამტკიცების შესახებ”, წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 15 დეკემბრის #51 დადგენილების და `წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ~ წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 15 დეკემბრის #52 დადგენილების , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის #31 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ახალციხის ინსტიტუტის წესდების მე-15, 30-ე, 31-ე, 32-ემუხლების თანახმად,

ვბრძანებ:

 1) ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების (აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების) წევრთა არჩევნები დაინიშნოს 2010 წლის 25 მარტს.
2) არჩევნების შესრულების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას არსებული წესის შასაბამისად
3) ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
4) ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.
5) დაევალოს ინსტიტუტის კანცელარიას ბრძანების დაგზავნა სასწავლო პროცესის მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო
ტექნოლოგიების სამსახურებისათვის, ყველა ფაკულტეტებისათვის.
6) დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს ბრძანების განთავსება ინსტიტუტის ვებ - გვერდზე.
7) ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოიკრას საინფორმაციო დაფაზე.

 



ახალციხის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი:                                  თ. გელაშვილი
 

 

გვერდის მესაკუთრე: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახალციხის ინსტიტუტი
ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 26-11-2006; ბოლო განახლება: 26-09-2007
მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ #106; ელ.ფოსტა: contact@akhaltsikhe.edu.ge
ტელ: 8 (265) 2-19-90, 8(265) 2-12-19.