ბრძანება №18
24.10.2007 წ.

სსიპ ახალციხის ინსტიტუტის 2007 წლის IV კვარტლის შემოსავლებისა და ხარჯების ფინანსური გეგმის (ბიუჯეტის) დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №161 დადგენილებით განხორციელდა სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, გამოეყო მესხეთის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდა სსიპ ახალციხის ინსტიტუტი, რომელიც არის თბილისის უფლებამონაცვლე მესხეთის ფილიალის ნაწილში. ინსტიტუტის ნორმალური მუშაობისათვის აუცილებელია 2007 წლის IV კვარტლის ფინანსური გეგმის (ბიუჯეტის) დამტკიცება. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის №473 ბრძანებულების მე_2 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:


1. დამტკიცდეს სსიპ ახალციხის ინსტიტუტის 2007 წლის IV კვარტლის ბიუჯეტის შემოსავლებისა დახარჯების ფინანსური გეგმა დაფინანსების ყველა წყაროს მიხედვით (დანართი №1, №2, №3, №4).
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.
4. ბრძანება დაეგზავნოს ყველა სტრუქტურულ ერთეულს, განთავსდეს ინსტიტუტის ვებ. გვერდზე, გამოიკრას საინფორმაციო დაფაზე.



სსიპ ახლციხის ინსტიტუტის რექტორის
                 მოვალეობის დ/შ, პროფესორი:       თ. გელაშვილი


შეთანხმებულია:

   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ/შ:       ნ. ლობჯანიძე

     საფინანსო სამსახურის უფროსის მ/შ:       რ. თათეშვილი

                                               იურისტის მ/შ:        ნ. შეშაბერიძე
 

გვერდის მესაკუთრე: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახალციხის ინსტიტუტი
ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 26-11-2006; ბოლო განახლება: 26-09-2007
მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ №106; ელ.ფოსტა: contact@akhaltsikhe.edu.ge
ტელ: 8 (265) 2-19-90, 8(265) 2-12-19.