![]() |
||
სსიპ ახალციხის 2008 წლის მოსალოდნელი შემოსავლების დაფინანსების წყაროებია: სახელმწიფო ბიუჯეტი 273800 ლარი; სასწავლო გრანტით განსაზღვრულია 45938 ლარი; ეკონომიკური შემოსავლები 878250 ლარი. სამეცნიერო გრანტი 36300 ლარი. მთლიანად ფინანსური რესურსები წლის დასაწყისისათვის ნაშთის გათვალისწინებით შეადგენს 1431603 (ერთი მილიონ ოთხას ოცდათერთმეტი ათას ექვსას სამი) ლარს. აღნიშნული რესურსების შესაბამისად გაწერილია 2008 წლის ხარჯები: მუშა- მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია 899145 ლარი; დაგეგმილია გაიცეს წარჩინებულ სტუდენტებზე სტიპენდიები 102600 ლარის ოდენობით, აქედან 73800 ლარი გაიცემა პრეზიდენტის ფონდიდან. მიმდინარე წელს მიღებული შემოსავლები მთლიანად მიმართული იქნება სასწავლო პროცესების ნორმალური ფუნქციონირებისაკენ, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისაკენ, ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის №473 ბრძანებულების “მ” პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ ახალციხის ინსტიტუტის 2008 წლის შემოსავლებისა და
ხარჯების ფინანსური გეგმა (ბიუჯეტი)
დანართი №1.
|
||
|