|
ბრძანება №7
24.01.2008 წ.
|
ახალციხის ინსტიტუტის
2007 წლის IV კვარტლის შემოსავლებისა და ხარჯების ფინანსური გეგმის
(ბიუჯეტის) შესრულების შედეგების შესახებ.
ახალციხის ინსტიტუტის 2007 წლის IV კვარტლის ბიუჯეტი დამტკიცებული იყო
დაფინანსების წყაროების მიხედვით კერძოდ, ბიუჯეტით გათვალისწინებული
დაფინანსება 45097 ლარი ათვისებილი იქნა ხელფასებში და მის შესაბამის
სოციალურ გადასახადში, სასწავლო გრანტით გამოყოფილი 61250 ლარიდან IV
კვარტალში დაფინანსებული იყო 15352 ლარი, ნაშთის გათვალისწინებით
რესურსმა შეადგინა 15976 ლარი, საიდანაც განხორციელდა სტიპენდიების
გაცემა 7200 ლარი,სხვაობა გათვალისწინებულია იანვარ-თებერვლის
სტიპენდიების დასაფინანსებლად. ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსავლები
პროგნოზირებული იყო 375137 ლარი, ფაქტიურად შემოვიდა 402444 ლარი,
27307 ლარით მეტი.ძირითადად ეს გამოწვეულია პრეზიდენტის ფონდიდან
გამოყოფილი სტუდენტთა სტიპენდიების დაფინანსებით და ინსტიტუტის
თანამშრომელთა მიერ მოპოვებული გრანტის დაფინანსებით. კვარტლის
დასაწყისში არსებული ნაშთის გათვალისწინებით ეკონომიკური შემოსავლების
რესურსმა შეადგინა 463353 ლარი, საიდანაც ხარჯვა განხორციელდა
დამტიცებული გეგმის შესაბამისად. დანართი № 1
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ ახალციხის ინსტიტუტის 2007 წლის IV კვარტლის
ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ფინანსური გეგმის შესრულების
შედეგები. (დანართი №1, ).
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
3. ბრძანება დაეგზავნოს ყველა სტრუქტურულ ერთეულს, განთავსდეს
ინსტიტუტის ვებ. გვერდზე, გამოიკრას საინფორმაციო დაფაზე. გამოქვეყნდეს
გაზეთ ,,მესხეთის უნივერსიტეტი”-ში.
სსიპ ახლციხის ინსტიტუტის რექტორის
მოვალეობის დ/შ, პროფესორი: თ. გელაშვილი
|