![]() ![]() |
|
|
|
ვიზიტი ორდუს სახელმწიფო უნივერსიტეტში
16 - 18 აპრილი - ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის
რექტორი თინა გელაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანლი ნოდარ
გოროხოვი და თურქული ენის განყოფილების ასოცირებული პროფესორი როინ
ყავრელიშვილი იმყოფებოდნენ ვიზიტით ორდუს (თურქეთის რესპუბლიკა) სახელმწიფო
უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტების რექტორებმა ხელი მოაწერეს
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს.
ხელშეკრულება ღონისძიებების მოწყობას, საგრანტო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობის მიღებას, სასწავლო პროგრამების ერთობლივ შედგენას, ასევე სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღებასა და სხვა მსგავს საკითხებს გულისხმობს.
შეხვედრისას ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა
უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. სამახსოვროდ ახალციხის სახელმწიფო
სასწავლო უნივერიტეტის სიმბოლიკა და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა. ორდუს
უნივერიტეტის ეზოში აქედან წაღებული ორი ძირი ვერცხლისფრერი ფიჭვი,
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერიტეტის წარწერით, დაირგვება.
|
||
|
გვერდის მესაკუთრე: საჯარო სამართლის
იურიდიული პირი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიი |
|||