ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი


  • Cvens Sesaxeb
  • struqtura
  • biujeti
  • biblioTeka
  • publikaciebi
  • sasargeblo bmulebi
  • studentTa sia
  • studentebs
  • studenturi 
TviTmmarTveloba
  • abiturientebs
 

 

 

 

 


შემოსულ სტუმართა რაოდენობა:
Mail boxes

 

თვითმმართველობა

ჩატარებული ღონისძიებები

4 ნოემბრიდან დაიწყება შიდასაინსტიტუტო სპორტული შეჯიბრებები ფრენბურთში ფაკულტეტებს შორის.
შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს ვთხოვთ განაცხადი წარმოადგინონ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში (ოთახი№121) 3 ნოემბრის ჩათვლით.
ვარჯიშები ჩატარდებს სპორტულ დარბაზში ყოველდღე  11 საათზე - ინსტიტუტის მეორე ცვლის სტუდენტეისათვის და 15 საათზე - პირველი ცვლის სტუდენტებისათვის.

 

ოქტომბრის ბოლოს  სტუდენტური თვითმმართველობა გეგმავს ინტელექტუალური შოუს მოწყობას, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან სხვადასხვა ფაკულტეტის გუნდები.  შოუსათვის საჭირო კითხვები მოამზადა თვითმმართველობამ.

 

 პირველ კურსელთა საყურადღებოდ: მიმდინარეობს ინსტიუტის  ქორეოგარფიული ანსამბლის შევსება. მსურველებმა მოგვაკითხეთ სტუდენტურ თვითმმართველობას ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. სააკონტაქტო პირი: თამუნა აბულაძე.
შერჩევა მოხდება 15-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით.

 

მიმდინარე წლის 21-23 აგვისტოს, უკრაინაში, ქალაქ კიევში იმართება ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალი „სტუდენტური რესპუბლიკა“, რომელიც ემსახურება საზოგადოებრივი თვითშეგნებისა და და დემოკრატიული ფასეულობების განვითარება-გამყარებას ახალგაზრდებში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ უკრაინის საელჩოს საქართველოში შემდეგ მისამართზე:
0160 ქ. თბილისი, ონიაშვილის ქ. #75.  ფაქსი: (99532) 31 11 81, ტელ.: (99532) 98 93 62

 

სსიპ ახალციხის ინსტიტუტის ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებ ახალციხის ინსტიტუტის სტუდენტებს გაუწევენ საჭირო დახმარებას.

 

ქვეყანაში ამჟამად შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე და საქართველოს პარლამენტის მ/წლის 9 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით სსიპ ახალციხის ინსტიტუტის ნორმალური ფუნქციონირებისა და შესაძლო გაუთვალისწინებელი საფრთხეებისაგან დაცვის მიზნით ინსტიტუტში ხელმძღვანელ პერსონალისაგან შემდგარ საინსტიტუტო შტაბთან აქტიურად თანამშრომლობს სსიპ ახალციხის ინსტიტუტის სტუდენტური თვითმმართველობა.


 

 

გვერდის მესაკუთრე: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიი
ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 26-11-2006; ბოლო განახლება: 8–02–2010;
მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ #106; ელ.ფოსტა: contact@akhaltsikhe.edu.ge
ტელ: 8 (265) 2-19-90, 8(265) 2-12-19. 7-10-2008. 7-10-2008,