ინფორმაცია

სიახლეები

 

27.10.2011 2 და 4 ნოემბერს 15 სთ-ზე უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (პირველი კორპუსი) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აწყობს სამუშაო შეხვედრას საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან და აკადემიურ პერსონალთან "უმაღლესი სანამანათლებლო დაწესებულებების საგანამათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის" მომზადების თაობაზე. დასწრება სავალდებულოლა.

2.03.2011 ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ჩატარდა ტრენინგი ავტორიზაციის დებულებისა და 2011 წლის აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის მიხედვით მოდერნიზებული აკადემიური პროგრამების მომზადებისა და წარმოდგენის ვადების შესახებ. ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდათ მოდერნიზებული აკადემიური პროგრამების მომზადების სავალდებულო ფორმა. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ 2010-11 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის აკადემიური მოსწრების მონიტორინგის შედეგებს.

25.01.2011 ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა მოაწყო სამუშაო შეხვედრა ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა ავტორიზაციის დებულებისა და ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშის მოთხოვნის გაცნობის მიზნით.

19.012011. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა მოაყო სამუშაოსეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტარციულ და აკადემიურ პერსონალთან ავტორიზაციის დებულების შესახებ.

18.01.2011. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა მოაწყო სამუშაო შეხვედრა განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან ავტორიზაციის დებულებისა და ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშის მოთხოვნების გაცნობის მიზნით

11.11 2010  10 ნოემბერს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეხვდა პროგრამის ხელმძღვანელებს. შეხვედრის თემას წარმოადგენდა სილაბუსებისა და პროგრამების მოდერნიზება.

12.10.2010 ყოველ ორშაბათს დღის 3 საათზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აწყობს შეხვედრებს უნივერსიტეტის თვითმმართველობასთან სხვადასხვა თემატიკაზე.

31.08.2010 ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში 2010 წლის 10 სექტემბრამდე წარმოადგინონ საშემოდგომო სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საგნის სილაბუსები.
(სილაბუსის უხლესი ფორმა დევს ახალციხის უნივერსიტეტის
ხარისხის უზრუნვლყოფის სამსახურის ვებ გვერდზე)

 

14.05.2010 2010 წლის 19 მაის. 14.00სთ. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აწყობს შეხვდერას აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში უნივერსიტეტის თვითშეფასების ანგარიშის ფორმის წარდგენასთან დაკავშირებით. შეხვედრზე მოწვეულები იქნებიან საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები.

11.05.2010 ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურების მიერ მოხდა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების (minor) პროგრამების პრეზენტაცია.


28. 04 2010. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიმა მოაწყო შეხვდერა აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში უნივერსიტეტის თვითშეფასების ანგარიშის ფორმის წარდგენასთან დაკავშირებით. შეხვედრზე მოწვეულები იყვნენ უნივერსიტეტის სამსახურის უფროსები და ფაკულტეტის დეკანები.

 

 

 



გვერდის მესაკუთრე: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახალციხის ინსტიტუტი
ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 26-11-2006; ბოლო განახლება: 26-12-2008
მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ #106; ელ.ფოსტა: contact@akhaltsikhe.edu.ge
ტელ: 8 (265) 2-19-90, 8(265) 2-12-19. 7-10-2008.