ინფორმაცია




ჩვენს შესახებ

 

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ზრუნავს სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებაზე.
• ფაკულტეტებთან შეთანხმებით შეიმუშავებს სასწავლო პროცესებთან დაკავშირებულ საუნივერსიტეტო სტანდარტებსა და მოთხოვნებს;
• სისტემატურად აფასებს სასწავლო პროცესის ხარისხს;
• ახდენს სასწავლო პროგრამების შინაარსობრივ და სტრუქტურულ ანალიზს;
• ცდილობს სწავლის, სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების დანერგვას უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯებესების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საქმიანობასთან ერთად, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
- მონაწილეობას იღებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ სხვადასხვა ტრეინინგებსა და კონფერენციებში;
- აწყობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს უნივერსიტეტის შიგნით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადმინისტრაცია, სწავლების მეთოდები, სილაბუსებისა და კურიკულუმების განვითარება და ა.შ.
- აწარმოებს ანონიმურ გამოკითხვას სტუდენტებს შორის ლექტორებისა და ზოგადად უნივერსიტეტში არსებული პირობების შესახებ.
- აწარმოებს დისკუსიას სტუდენტებთან, ასევე აკადემიურ, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალთან.
ყოველივე ამის შემდეგ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამზადებს დასკვნით მოხსენებებს.

იმავდროულად ჩართულია თვითშეფასების პროცესში, რაც აუცილებელია სააკრედიტაციო პროცესების წარმატებით დასრულებისათვის.